არაბულმა კოალიციამ ჰუსიტ მეამბოხეებზე საჰაერო იერიში განახორციელა

არაბულმა კოალიციამ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, იემენში საჰაერო თავდასხმა ირანის მიერ დაფინანსებულ ჰუსიტ მებრძოლებზე განახორციელა. თავდასხმის შედეგად, 50-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული.
რუსული გამოცემა „РИА Новости”-ს ინფორმაციით, არაბულმა კოალიციამ ბალისტიკური რაკეტა იმ მომენტში გაანადგურა, როდესაც ამბოხებულები მის გაშვებას აპირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტ მეამბოხეებს შორის მიმდინარეობს. იემენის ხელისუფლება არაბულ კოალიციას მხარს უჭერს და მათ იდეოლოგიებს იზიარებს.
2017 წელს ჰუსიტმა მეამბოხეებმა, ერ-რიადზე სარაკეტო თავდასხმა ორჯერ სცადეს, მაგრამ საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტები ჰაერში გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები