დაცვამ ის მამაკაცი გაანეიტრალა, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტთან ჩახუტება სცადა (ვიდეო)

თურქეთში, მამაკაცმა დაცვა გაარღვია და პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ჩახუტება სცადა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო-კადრები ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ერდოღანი ამ დროს ქალაქ შირნაკში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ის სცენაზე იდგა, რა დროსაც მასთან მამაკაცი მივარდა და მხრებზე ხელები მოხვია. სავარაუდოდ, მას რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა, ის მაშინვე პრეზიდენტის დაცვის წევრებმა გაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები