„სიმღერებში ჩემს სულს ვდებ“… – ნინო კრავეიშვილის დილის ვარდები

ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა – სოლოლაკში დაიბადა და გაიზარდა.  სკოლაში ედიტ პიაფის სიმღერებს მღეროდა… წარმატებით გამოდიოდა სასკოლო ოლიმპიადებზეც, სადაც სოლოპარტიებს ასრულებდა.
უნივერსიტეტის სახელით გამოდიოდა კონცერტებზე.  ფილარმონიის სოლისტი და ტელევიზიის მომღერალი იყო… ყველა მისი სიმღერა   რადიოს ოქროს ფონდშია“ შესული.
8გზის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალების ლაურეატი და პირველი ადგილის მფლობელია.
საგასტროლოდ იმყოფებოდა საბერძნეთში (როდოსი), თურქეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ისრაელში… თელ-ავივის საოპერო თეატრში 9 სიმღერა აპლოდისმენტების ფონზე შეასრულა!   

ამბობს, რომ სიმღერებში თავის სულს დებს და უფრთხილდება მსმენელის სიყვარულს. – მომღერალ ნინო კრავეიშვილის პერსონა.

– ბავშვობიდან დამამახსოვრდა „ოქროს ხანა”, არ ვამეტებ: ლამაზი, ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა. გავიზარდე სოლოლაკში, ლამაზ და მშვიდ უბანში და თუ დამიჯერებთ, დღემდე მესიზმრება ჩემი სახლი და უბანი… საოცრად თბილ გარემოში გავიზარდე, დედა ექიმი იყო, მამა მთავარი ინჟინერი (მშენებელი), სხვათა შორის, დედას საოცარად ლამაზი ხმა ჰქონდა და ძალიან უხაროდა, მე რომ მომღერალი გავხდი, რადგან თვითონ ვერ მოახერხა გაყოლოდა სიმღერას…
სკოლის პერიოდი
 – სკოლის პერიოდი მთლიანად განსაკუთრებული იყო ჩემთვის, მე დავამთავრე თბილისის ერთ-ერთი ძლიერი და ცნობილი სკოლა, რომლის სახელი ცნობილია, როგორც 39-ე საშუალო სკოლა (მახარაძის ქუჩაზე, ახლანდელი ქიქოძის ქუჩა), ახლა 50-ე სკოლა; რაოდენ სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ჩემს სკოლაზე გამოვიდა საინტერესო წიგნი, თუ ვინ სწავლობდა და მოღვაწეობდა ამ ცნობილ სკოლაში და მეც მხვდა ბედნიერება, რომ მოვხვედრილიყავი ამ დიდებულ წიგნში.
უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ფრანგული ენა) და ამავე უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტებივოკალური და ხელოვნების დაამთავრეთ….. რატომ აირჩიეთ ძირითად სპეციალობად ფრანგული? რას გაიხსენებთ სტუდენტობიდან?
– ფრანგული ენა ისწავლებოდა ჩემს სკოლაში და ძალიან მომწონდა მისი ჟღერადობა, ხშირად ვმღეროდი ედიტ პიაფის სიმღერებს, რომელიც ძალიან მომწონდა, ედიტ პიაფი დღესაც ჩემთვის დიდი მომღერალია, ასეთნი საუკუნეში ერთი იბადებიან… სტუდენტობა, მართლაც რომ ბრწყინვალე პერიოდი იყო ჩემთვის, ალბათ ბევრისთვის ასეა, მაგრამ ჩვენი გამორჩეული ჯგუფი იყო, ლექტორებიც ამას აღნიშნავდნენ, სულ ერთად ვიყავით, მიზეზიც არ გვინდოდა, სულ საზეიმოდ გვქონდა საქმე. მთავარი ისაა, რომ ჩვენი ჯგუფი აკადემიურადაც ძლიერი იყო და ამიტომაც ვუყვარდით ლექტორებს… სტუდენტობის დროს ხშირად გამოვდიოდი უნივერსიტეტის სახელით და ჩემს მეგობრებსა და ლექტორებს ეამაყებოდათ ჩემი…
როდის გქონდათ პირველი სერიოზული სასიმღერო გამოსვლა?
– სკოლის პერიოდში, როცა სკოლის გუნდში სასიმღეროდ სოლო მომცეს, პედაგოგები აღფრთოვანებულები იყვნენ და სკოლის ოლიმპიადებზე ყოველთვის პირველ დიპლომს ვიღებდი.
 მუშაობდით უნივერსიტეტის კლუბში სასწავლო ნაწილის გამგედრა იყო დასამახსოვრებელი მაშინდელი კლუბის ცხოვრებიდანდა უნივერსიტეტიდან?
– მოგეხსენებათ, როგორი ცნობილი იყო უნივერსიტეტის კლუბი თავისი ღონისძიებებით, შემოქმედებითად საოცრად დატვირთული ვიყავი ამ პერიოდში, უნივერსიტეტის სახელით გამოვდიოდი და ყველა სამთავრობო კონცერტში ვმონაწილეობდი… ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემი ცხრა შემოქმედებითი საღამოდან, ორი შემოქმედებითი საღამო უნივერსიტეტის სცენაზე გაიმართა…
ფილარმონიის პირველი კატეგორიის მომღერალი ხართრომელ პერიოდს გამოყოფთ თქვენი ცხოვრებიდან, როგორც ყველაზე ნაყოფიერს?
– ფილარმონიის მომღერალი და ტელევიზიის მომღერალი თითქმის ერთდროულად გავხდი და ძალიან ხშირად აკეთებდნენ ჩემზე გადაცემებს და ყველა ჩემი სიმღერა – ხალხურიც და ქალაქურიც დიდი ხანია შესულია რადიოს „ოქროს ფონდში“.
ამავე დროს, ვუძღვებოდი საავტორო მუსიკალურ გადაცემებს ტელევიზიის მე-2 არხზე – „სიმღერების პალიტრა” და ტელეკომპანია „ევრიკას“ გადაცემა „სალონი”, რომელიც გადიოდა პირდაპირი ეთერით და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ხალხური და ქალაქური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი ხართსაყვარელი სიმღერა?
– სიმღერებს ნამდვილად ვერ გამოვარჩევ, მათში ჩემს სულს ვდებ, შეფასება მსმენელისთვის მიმინდვია…
ნაღდი თბილისელი გნახავს, გულში ჩაგიკრავს“… – მღერიხართ თქვენროგორც ძველი თბილისელი, ახალ თბილისზე რას იტყვით?
ახალიც ხომ ჩემი თბილისია, სიყვარული არ გამნელებია მისადმი…
ეტყობა ვარდები ძალიან გიყვართსიმღერავარდებიდაყვითელი ვარდები“, „დილის ვარდები“… რატომ ვარდები?
– თავისთავად მოხვდა ვარდები ჩემს შემოქმედებაში, თუმცა ვარდი ხომ ყვავილების დედოფალია, სილამაზით, სინაზით და მშვენიერებით და თუკი, ამ ყველაფერს ადამიანიც შეიგრძნობს, მისი ცხოვრება უფრო უკეთესი გახდება!
თუ შემოგაწვა გულზე სევდა, სულში დარდები, გთხოვ გაიხსენო, რომ არსებობს დილის ვარდები“… რა არის თქვენი სევდა?..
– ყველა სევდა ერთმანეთს ჰგავს, იგი ასევდიანებს ადამიანს, მაგრამ მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და დიდხანს არ ვიჩერებ სევდას. ასე რომ, სევდის წამალი აღმოვაჩინე და შემიძლია გაგიზიაროთ – ოპტიმიზმი!
სიყვარულისიმერას ალბათ სიყვარული უხდება ყველაზე მეტადმაშინ სული სულ სხვანაირად მღერის
– დიახ, გეთანხმებით, მაგრამ სიყვარული ამუნჯებს კიდეც და მაინც, დიდი ბედნიერებაა სიყვარულით სიარული!
 რაიმე  ისტორია გაიხსენეთ, რომელიც სიმღერის შექმნას უკავშირდება
– ძალიან ხშირად თავისით მოდის მელოდია და მირჩევნია, ტექსტი თვითონ დავწერო, რადგან ვგრძნობ ამ მელოდიას, სწორედ ეს ტექსტი მოუხდება და ხშირად ამართლებს. „დილის ვარდები“, საოცარია, მაგრამ ღამის 3 საათზე დაიწერა, რომელიც საოცრად შეიყვარა მსმენელმა, ისრაელშიც დიდი მოწონებით სარგებლობს და ემიგრანტებსაც ძალიან მოსწონთ, რაც დამეთანხმებით, ძალიან მახარებს.
დღეს სიმღერები, მგონია, რომ სპონტანურად იწერება ხელოვნების სხვა დარგების მსგავსად, აქაც არაპროფესიონალიზმი მძლავრობსმეთანხმებით?
– ერთი შემიძლიათ გითხრათ, ჩვენს გენიოსს დავესესხები: „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”…
ხშირად მღერიხართ საკუთარ სიმღერებს, კრებულიც გექნებათ გამოცემული…
– პოეზია ძალიან მიყვარს და მიმაჩნდა, რომ ლექსების წერა ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ ერთხელაც მთხოვეს, ჩემი სიმღერისთვის სიტყვები დამემატებინა და თავისით დაიწერა ლექსი, რომელიც ძალიან მოეწონათ და მას მერე ვბედავ და ვწერ ჩემთვის… პატარა კრებულიც გამოიცა, რომელსაც ჩემი ერთ-ერთი ლექსის სათაური აქვს – „რაც აღმოხდა სულს”…
 ამჯერად რომელ სიმღერაზე მუშაობთ?
– საოცრად ლამაზი სიმღერა დავწერე, რა თქმა უნდა, ტექსტიც ჩემია, დაფინანსება რომ მქონდეს, ხვალვე ჩავწერდი! „გულო, გულო, ამღერდი” – ასე ჰქვია ამ სიმღერას.
 ჯილდოები...
– არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ რადგან მკითხეთ, 8-გზის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალების ლაურეატი და პირველი ადგილის მფლობელი ვარ. დამეთანხმებით ალბათ, ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარულია, გადაჭარბებაში არ ჩამითვალოთ და ნამდვილად არ მაკლია მსმენელის სიყვარული, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები და ყოველი წარმატებული გამოსვლის მერე, მომავალ წარმატებაზე ვფიქრობ…
 ხშირად გიწვევენ საგასტროლოდ.
– ჩემი ხელოვნება გავიტანე შემდეგ ქვეყნებში: საბერძნეთი (როდოსი), თურქეთი, გერმანია, აშშ, ისრაელი და ყველგან აღფრთოვანებულნი იყვნენ ჩვენი ფოლკლორით. მე ხომ ხალხურ სიმღერას ფანდურის თანხლებით ვასრულებ და ეს მათვის საოცრად ლამაზი და უჩვეულოა… მართლაც, მრავალი მოგონება მაქვს საგასტროლო მოგზაურობიდან, მაგრამ მაინც ისრაელს გამოვყოფდი: თელ-ავივის საოპერო თეატრში 9 სიმღერა აპლოდისმენტების ფონზე შევასრულე… დიდი სითბო და სიყვარული წამოვიღე ისრაელიდან!
ჰობი
–  ყველაფერი, რაც ხელოვნებას და სილამაზეს უკავშირდება!
ნატვრა
– ნატვრისთვალი მინდა მქონდეს..

 

თამარ შაიშმელაშვილი

https://www.youtube.com/watch?v=iZobrPGGGWc

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები