საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შანხაის სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საპარლამენტო დელეგაცია, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, შანხაის პროვინციის მუნიციპალიტეტის სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

შანხაის პროვინციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველო – ჩინეთის 25-წლიანი მჭიდრო დიპლომატიურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი. ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ასევე, აღნიშნა ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები და ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კოლეგას საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გამოთქვა სურვილი, თანამშრომლობის ახალი და აქტიური დღის წესრიგის შემუშავების თაობაზე, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება ურბანული განვითარების საკითხებიც.

მხარეებმა შეხვედრაზე, სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობასა და საერთო ინტერესების შესახებ ისაუბრეს.

„ჩინეთში გავმართეთ მაღალი დონის შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოებში მათ შორის, შანხაის პროვინციის მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მოხარული ვარ, რომ ჩინეთის მთავრობა ამგვარ ინტერესსა და პატივისცემას გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მიმართ”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ირინე ფრუიძე, ირაკლი ბერაია და ირაკლი შიოლაშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები