რუსეთში მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვართან“ ავარია მოხდა (ვიდეო)

რუსეთში მდებარე მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარის“ შესასვლელთან ავარია მოხდა, სამგზავრო ავტობუსი, სიჩქარის გადაჭარბების გამო, მოცურდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, 15-მდე კი დაშავდა.
ინციდენტის ადგილზე პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ავტობუსის მძღოლი დააკავეს.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები