ლავროვი: ნატოს ინფრასტრუქტურის გაფართოება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, უკიდურესად ღრმა შეშფოთებას იწვევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ წერილობით ინტერვიუში ვრცლად ეხება საერთაშორისო პოლიტიკის და წამყვან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს. მინისტრის განცხადებით, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორს კონტაქტები ბოლო დროს ინტენსიური გახდა. ის ფართოდ მოიცავს ორმხრივ და საერთაშორისო თემებს, თუმცა პრეზიდენტების მორიგი პირადი შეხვედრის თარიღზე მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა. ლავროვის თქმით, რუსეთის მიერ აშშ-ის ადმინისტრაციასთან დიალოგის გამართვა სხვა უწყებების არხებითაც მისაღებია, მათ შორის სპეცსამსახურების დონეზეც. „ახლახან რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს დაურეკა და მადლობა გადაუხადა სადაზვერვო ინფორმაციის მოწოდებისთვის, რომელიც ტერორისტების დაკავებაში რუს ძალოვანებს დაეხმარა. ეს რუსეთსა და აშშ-ს შორის რეალური ურთიერთქმედების მაგალითია“-აღნიშნავს ლავროვი. თუმცა იქვე დასძენს, რომ აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს მხრიდან, რუს დიპლომატებზე ზეწოლა მიმდინარეობს, მათ საქმიანობაში წინაღობებს უქმნიან. ამას გარდა, რუსული მედიის წინააღმდეგ კამპანიაა აგორებული და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია არამოტივირებული ანტირუსული ქმედებების სიიდან. ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მომუშავე ლობი ცდილობს, ახალი არამეგობრული და ღიად მტრული ნაბიჯების ინსპირირებას საერთაშორისო თანამეგობრობისგან.
სერგეი ლავროვმა ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა სირიაში არსებული მდგომარეობის, ბაშარ ასადის სამომავლო პერსპექტივების შესახებაც. ამას გარდა, მან ნატოს გაფართოებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელშიც ამ ორგანიზაციით ღია უკმაყოფილება იკითხება: „ნამდვილად, ნატოს ინფრასტრუქტურის გაფართოება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, უკიდურესად ღრმა შეშფოთებას იწვევს. ასეთ დესტრუქციულ ნაბიჯებს, რომლებიც უსაფრთხოების განუყოფელობას უქმნიან საფრთხეს, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში დაძაბულობის ზრდისკენ მივყავართ; ეს ევროპის კონტინენტზე გამყოფი ხაზების გაღრმავებას იწვევს. ამ კონტექსტში ჩვენ ვიღებთ გონივრულ დამატებით ზომებს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული ინტერესების დასაცავად.“
ასევე, რუსეთის მთავარი დიპლომატის თქმით, ზოგიერთი სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რუსეთი არ არის სამხედრო ექსპანსიის მომხრე. ლავროვი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ ბაზების შექმნა, მათ შორის ლათინურ ამერიკაში, რუსეთისთვის თვითმიზანი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები