პროკურატურა დავით ასათიანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

საქართველოს პროკურატურა დავით ასათიანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

“ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში ადვოკატების საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარება ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადვოკატთა კორპუსის გარეშე შეუძლებელია.

საქართველოს პროკურატურა  მზადყოფნას გამოთქვამს თანასწორობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, ადვოკატთა კორპუსთან გააღრმავოს თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვის, პროფესიული განვითარებისა და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების კუთხით”,- ნათქვამია პროკურატურის მისალოც წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები