ბათუმის ბულვარი ახალი წლის შესახვედრად ემზადება

ბათუმის ბულვარი ახალი წლის შესახვედრად ემზადება.  წელს, პირველად, ზღვისპირა ბულვარი ახალ 2018 წელს საზეიმოდ მორთული, ახალი სტილის ნაძვის ხით შეხვდება. საახალწლო განათება და ნაძვის ხე კოლონადებთან ოფიციალურად,  29 დეკემბერს, 18:00 საათზე  აინთება.  საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული  თაღი, ასევე ლედ პროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. საახალწლო აქსესუარებით საუცხოოდ მოირთო  „ბამბუკების ხეივანი”.

ამ დღესთან დაკავშირებით, ბულვარის  კოლონადებთან წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება. შესრულდება ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები, კერძოდ: გიორგი ბერიძე,  მამუკა გოგიტიძე, ადგილობრივი ბენდები (sound lab live).  პარალელურად,  ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული   საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტო-კუთხეები. ზღვისპირა ბულვარში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკონდიტრო კომპანიებისა და პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია დააგემოვნონ.

თოვლის ბაბუა ამ საოცარ ზღაპრულ გარემოში მარხილით შემობრძანდება და პატარებს საახალწლო ტკბილეულს გადასცემს საჩუქრად. ღონისძიების განმავლობაში ყავის დაგემოვნება სტუმრებისთვის უფასო იქნება. საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები