ბათუმში, მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში, მამა-შვილი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ).
ბათუმში, თამარის დასახლებაში მამა-შვილი გუშინ დაჭრეს. დაჭრილები რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს.მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები