“წმინდა ნინო არამარტო ისტორიული პიროვნებაა, ის დღესაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს და გვეხმარება“

   წმინდა ნინო არამარტო ისტორიული პიროვნებაა, ის დღესაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს და გვეხმარება – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებული სადღესასწაულო წირვის დასრულოების შემდეგ ბრძანა.
“წმინდა ნინო არის უდიდესი მადლი, საუნჯე, რომელიც უფალმა მოიღო საქართველოზე. ნათქვამია, სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. უნდა ვეცადოთ იმას, რომ არ დავკარგოთ სულიერი საუნჯე, გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საუნჯეს. ქართველი მეფეები, როდესაც უცხოეთში მიდიოდნენ, არა ოქრო-ვერცხლი, არამედ სიწმინდეები ჩამოჰქონდათ. საქართველო მდიდარია ამ სიწმინდეებით და ეს სიწმინდები დღესაც იმ საქმეს აკეთებენ. უფალმა შეისმინოს ყოველი ადამიანის ლოცვა, რაც გააჩნია მას, რა მწუხარება და განსაცდელიც აქვს ხალხს, უფალმა სიხარულით შეცვალოს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა”, – ბრძანა პატრიარქმა. სიონში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება. მან ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები