გიორგი გახარია: უმთავრესი ფასეულობა პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემაა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გუშინ ტელეკომპანია “იბერიაში” მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმთავრესი ფასეულობა პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემაა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა, შესაძლოა, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

“სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა. რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაწყებულია, სავარაუდოდ, ჯერ-ჯერობით ეს არის 126-ე მუხლი, შემდგომში შეიძლება რაღაც გადაკვალიფიცირდეს, თუმცა, დღეს ფაქტია, გამოკითხვები დაწყებულია და დადგება ის შედეგი, რომელზეც მივა გამოძიების პროცესი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს პირდაპირ ეთერში წყალი შეასხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები