ლელა ჩიქოვანმა SNGP-ის მრჩევლები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მრჩევლები დააჯილდოვა.

ბრიტანელი კაპიტანი ხარვი სი და ესპანელი ვიცე-პოლკოვნიკი სერხიო გომეზ ტორრესი “გენერალ გიორგი კვინიტაძის” სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ.

ლელა ჩიქოვანმა ექსპერტებს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილის, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოში საკუთარ მისიას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ბრიტანელი მრჩეველი ივლისიდან, ხოლო ესპანელი – ივნისიდან ასრულებდა.
ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი კაპიტანი (საზღვაო) შტეფან ანიქოფერი, საერთაშორისო მრჩევლები, JTEC-ისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), ასევე თავდაცვის უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები