თბილისში მიკროავტობუსმა ქვეითად მოსიარულე ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

„კვირას“ ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, ქვეითად მოსიარულე ქალბატონს დაეჯახა.

მიღებული ტრავმების შედეგად, 65 წლამდე ასაკის ქალბატონი გარდაიცვალა.

როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები