პრემიერი: უნდა გავავლოთ ზღვარი ლიბერალურ ნარკოპოლიტიკასა და მოხმარების წახალისებას შორის

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი იზიარებს შს მინისტრის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ ლიბერალური მიდგომა ნარკოტიკის მოხმარების წამახალისებელი არ უნდა გახდეს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შს მინისტრის პოზიციას იზიარებს.
“აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას. უნდა გავიგოთ სად გადის ზღვარი ჰუმანური მეთოდების გამოყენებას, ლიბერალურ მიდგომასა და ნარკოტიკის მოხმარების წახალისებას შორის. ჩვენ ეს ზღვარი მკაფიოდ უნდა გავავლოთ. ჩვენ ჩვენი მომავალი თაობა ჯანსაღი ცხოვრების წესის სულისკვეთებით გავზარდოთ და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ლიბერალური მიდგომა არ უნდა გახდეს მოხმარების წამახალისებელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები