გახარია: თუ დაგვანახებთ ზღვარს ნარკოტიკის მოხმარება-წახალისებას შორის, საუბარს გავაგრძელებთ

გიორგი გახარიას განცხადებით ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია კომპლექსური საკითხია და ამაზე საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებისთვის საკმაოდ შემჭიდროვებული ვადები ჰქონდა.

მისი თქმით ბევრი ახალი მდგენელი გაჩნდა ამ პერიოდში, განსაკუთრებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებით, რომელიც მარიხუანას შეეხო. შინაგან საქმეთა მინისტრმა განცახადა, რომ იქ სადაც ადამიანის ღირსებას და შეუსაბამო სასჯელს ეხება საკითხი, პროგრესის მიღწევის დიდი შანსია _ „რა თქმა უნდა, როდესაც შეძენა-შენახვაზე თავისუფლების აღკვეთა ძალზედ დიდი ხნით ხდება,ჩნდება გარკვეული სივრცე მოლაპარაკებისთვის, ისევე როგორც ნარკომანიის მომხმარებლის შემოწმების ფორმებზე, რომელიც უბრალოდ არაადექვატურია. დღეის მდგომარეობით, 21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების პერიოდში ეს საკითხი მარტივად გადაწყვეტადია.“

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით იმპლემენტაციის პერიოდში მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე აქცენტების გაკეთება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

„რაც შეეხება, მძიმე ნარკოტიკებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია გახლავთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ ნაწილში სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ ვერ დავინახეთ ისეთი არგუმენტები, რითიც შესაძლებელია ზღვარის გავლება მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის. ვერ დავინახეთ არგუმენტები, რომლებიც თავისუფლად მოგვცემდა საშუალებას ვილაპარაკოთ მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე.“

მისი თქმით შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ნარკოდანაშაულზე და თუ აქ არ გაევლო მკაფიო ზღვარს ნარკოტიკის მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის, შეუძლებელი იქნება სრულ დეკრიმინალიზაციაზე საუბრის გაგრძელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები