მიხეილ ჯანელიძე – ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გახდეს ეფექტური

„ჩვენი მიზანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გახდეს ეფექტური და ჩვენ შევძლოთ რეალურად კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით, ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ, ამ ფორმატში ძალიან ბევრი რაუნდი გაიმართა ძირითად საკითხებზე, ეს არის პირველ რიგში ძალის არგამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება. იმ დონეზე, რა დონეზეც ეს დისკუსიები იმართება, სამწუხაროდ, ვერ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ჩვენი მიზანია, მაქსიმალური ჩართულობა იყოს საერთაშორისო პარტნიორების, მაქსიმალურად მაღალ დონეზე, რათა შევძლოთ საკითხების გადაჭრა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის გზების გამოძებნა” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების ფორმატის დონის ამაღლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გუშინ, პარლამენტარებთან შეხვედრის დროს, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესსა და მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები