კახაბერ გვანცელაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ბავშვთა აღზრდისა და განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო.

შეხვედრა ნაძალადევის მედიათეკაში გაიმართა, რომელსაც ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მსჯელობა ძირითადად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აუცილებლობას, საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ეხებოდა.

შეხვედრაზე ხაზი მსგავსი სამუშაო დისკუსიების გამართვის მნიშვნელობას გაესვა, რაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები