ძალადობის მორიგი ფაქტი – მამა შვილების საქართველოში დაბრუნებას ითხოვს (ვიდეო)

ოჯახური ძალადობის მორიგი ფაქტი. დედა 15 წლის მოზარდს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა და შვილს მოკვლით ემუქრება. დედა-შვილი საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა ოჯახური ძალადობის ფაქტი თურქეთში, სტამბულში ხდება.

ოჯახური ძალადობის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „აჭარელ ქალთა ერთობის“ ხელმძღვანელმა დოდო ჭელიძე ავრცელებს.
არასრულწლოვანის სასოწარკვეთილი კივილი და ტირილი ვინმე „vaso bilal”-მა 2017 წლის 16 დეკემბერს Youtoube-ზე ატვირთა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, საქართველოს მოქალაქე, 15 წლის მოზარდი, წარმოშობით სიღნაღის რაიონიდან არის და სტამბულში დედასთან ერთად ცხოვრობს. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოზარდის გამო, დახმარებისთვის თურქეთში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს მიმართავს, _ საქართველოს ორი არასრულწლოვანი მოქალაქე, სამშობლოში დააბრუნონ.
„კვირა“ მოზარდის მამას ალექსანდრე ჯ-ს დაუკავშირდა. როგორც მამა ამბობს, ის და მისი მეუღლე, ერთმანეთს, 10 წლის წინ დაშორდნენ. თავად მამა საქართველოშია და ისანში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. შვილებს ბებია, მამის დედა ზრდიდა. მაგრამ ბებია ორი წლის წინ გარდაიცვალა. ცოლ-ქმარს ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავთ. ერთ-ერთს ფეხზე პრობლემა აქვს. დედამ, დიანა ქ-შვილმა ორი შვილი საქართველოში დატოვა და თურქეთში გათხოვდა. ქალს სტამბულში, მეორე ქორწინებიდან, კიდევ 2 შვილი შეეძინა.
ორი წლის წინ, დედამ საქართველოდან ორი ვაჟიც წაიყვანა და დღემდე იქ ცხოვრობენ.
15 წლის ვ.ჯ-მა და 11 წლის გ.ჯ-მა საქართველოს საზღვარი 2015 წლის 12 ივნისს გადაკვეთეს. 2 ბიჭის მამა, თურქეთში საქართველოს ელჩს და საკონსულოს სთხოვს, დაინტერესდნენ ოჯახური ძალადობის ფაქტით და შვილების საქართველოში დაბრუნებაში დაეხმარონ.
მამა და შვილები ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტდებოდნენ.
ბოლოს, მამამ შვილის სატელეფონო მესიჯი 2017 წლის 12 ნოემბერს მიიღო. ამის შემდეგ, მამას შვილებთან კავშირი აღარ აქვს, რადგან დედამ ვაჟებს მამასთან კონტაქტი აუკრძალა და ტელეფონები წაართვა.
„ყველას დახმარებას ვთხოვ, ვინც კი შეძლებს, დამეხმაროს! დამეხმარეთ, რომ ჩემი შვილები დავიბრუნო, მე თვითონ გავზრდი. ოღონდ იმ ჯოჯოხეთს მოვაშორო. მეშინია, უფროსმა შვილმა სიცოცხლე თვითმკვლობით არ დაასრულოს. ასეთ ქალს რად უნდა ჩემი შვილები! გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ!“ – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ალექსანდრე ჯ-ლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები