“12 წელი სკოლაში სწავლა შეიძლება ბევრად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ევროპული სტანდარტი”

“ჩვენ ყველას ნაკლები წელი გვაქვს გატარებული საშუალო სკოლაში და 12 წელი შეიძლება ბევრად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო, ევროპული სტანდარტი”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საშუალო განათლებაზე დასმულ კითხვას, რომელიც 12 წლიან სასწავლო პროგრამას ეხებოდა.
„ეს ცოტა ისეთი შეკითხვაა, შეიძლება ემოციური პასუხიც და შეიძლება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა როგორ არის, ასე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ნაკლები წელი გვაქვს გატარებული საშუალო სკოლაში და 12 წელი შეიძლება ბევრად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ევროპული სტანდარტი. როგორც მე დავაზუსტე, ეს არის სრულ შესაბამისობაში ბოლონიის პროცესთან და იმისთვის, რომ ჩვენმა საშუალო სკოლადამთავრებულებმა სწავლა გააგრძელონ ევროპაში, ეს სტანდარტი უნდა იყოს დაცული, ამიტომ ამ სტანდარტის შეცვლა მოგვიტანს ჩვენ ამ შესაძლებლობის დაკარგვას ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მგონი ეს არ იქნება კარგი, ბავშვებს კი გაუხარდებოდათ, ალბათ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები