ქეთევან ციხელაშვილი: ჟენევის მოლაპარაკებებში ჩვენი ამოცანა კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარებაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით, ითვალისწინებდა კონსულტაციებს, რომელიც ამ ფორმატის ეფექტიანობას უკავშირდება.

„პრემიერმა ისაუბრა იმ კონსულტაციებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს პარტნიორებთან. ბუნებრივია, ეს კონსულტაციები გვაქვს ძალიან სისტემატურად, რომ არსებული მოლაპარაკებების ფორმატი გახდეს უფრო ეფექტური იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც არის ჟენევის დღის წესრიგში. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, მთავარ საკითხებზე არსებითი პროგრესი არ არის მიღწეული. პრემიერმა ასევე, ისაუბრა იმ კონსულტაციებზე, რომელიც უკავშირდება ამ ფორმატის ეფექტიანობის და მანდატის გაზრდასაც, სავარაუდოდ, რამდენადაც ჩვენი ამოცანა არის არა კონკრეტულად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, რომელიც არის თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი და ნომერ პირველი პრიორიტეტი, არამედ საბოლოო ჯამში, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება. ამაზე იყო საუბარი, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორ გახდეს ეს პროცესი კიდევ უფრო ეფექტური“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები