რუსეთში დაკავებულ ნარკორეალიზატორს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

პირველად რუსეთის ისტორიაში, ნარკოტიკებით მოვაჭრე დაჯგუფების ლიდერს შეროლ ტაბაროვს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ნარკოდილერთან ერთად დაკავებულია მისი მთავარი თანამზრახველი, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა 25 წლით მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციით, ნარკომოვაჭრეთა ჯგუფის დანარჩენ13 წევრს, 14 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
გამოცემა „ РИА Новости“-ის ინფორმაციით, მათ განახორციელეს 4 მსხვილი ნარკორეალიზაცია. ნარკომოვაჭრეთა ჯგუფი დაახლოებით 105-დან 190 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა.
ე.წ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ვაგონებით ევრაზიის სხვადასხვა ეკონომიკური კავშირის ქვეყანაში იგზავნებოდა.
ნარკომოვაჭრეთა ჯგუფის ლიდერს, 2003 წელს თავისუფლების აღკვეთა 10 წლით მიუსაჯეს, გათავისუფლების შემდეგ კი, ის რუსეთში შესვლას ყალბი პასპორტით ცდილობდა. შეროლ ტაბაროვი ტაჯიკეთისა და ავღანეთის კონტრაბანდული ჯგუფის ლიდერი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები