გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს

პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობას დებს.
”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშომლობა. საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მეტი კოორდინაცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. მზად ვართ, მაქსიმალური ჩართულობით გადავწყვიტოთ ის საჭირბოროტო საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ცენტრალურ ღირებულებად ადამიანის უფლებების დაცვა რჩება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა არის პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები