“საქართველოს პარლამენტში პროვოკატორების ადგილი არ უნდა იყოს, “ევროპულმა საქართველომ” უნიჭო სპექტაკლი დადგა”

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ევროპულმა საქართველომ” უნიჭო სპექტაკლი დადგა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში პროვოკატორების ადგილი არ უნდა იყოს.
“საქართველოს პარლამენტში პროვოკატორების ადგილი არ უნდა იყოს. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, მათ მიერ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო, სადაც პასუხების მოსმენის არანაირი მზაობა არ იყო და ეს იყო არარელევანტური, არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური შეხვედრა. პარლამენტის წევრებს არ მოეთხოვებათ, საერთაშორისო პოლიტიკა იცოდნენ, მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც საგარეო პოლიტიკას ახორციელებდნენ, უნდა ესმოდეთ, რომ კითხვები, რომლებიც დასვეს, სრულიად უადგილო და არაკომპეტენტური იყო”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები