მებაჟეებმა “სადახლოზე” არადეკლარირებული სპილენძი აღმოჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის მოქალაქის, ხ.ჰ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სპილენძის ჯართი (საერთო წონა 537,7კგ.) აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4086,52 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4086,52 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები