გიორგი კვირიკაშვილი: სამწუხაროდ, გვყავს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც იმაზე მუშაობს, რომ იყოს პროვოკაციული

სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ დესტრუქცია გამოიწვიოს, იყოს პროვოკაციული და ყველანაირი ეთიკის ჩარჩოები დაარღვიოს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, მათ შეძლეს ის, რომ მე მომიწია ზედმეტად ემოციური პასუხის გაცემა. მე ნამდვილად ვნანობ ამას, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ არ არის ეს კარგი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ხანდახან არის, როდესაც ადამიანს საკუთარი ღირსების დაცვა გიწევს და იქ ხშირად ძნელია გაზომო, ზუსტად რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა.

სამწუხაროდ, მათ ეს მოახერხეს. მე საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე და კიდევ ერთხელ ვუხდი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.
მოგვიანებით კვირიკაშვილმა საზოგადოებას მოუბოდიშა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები