არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო უმრავლესობა ახალ გუნდს ნდობას გამოუცხადებს

საპარლამენტო უმრავლესობა ახალ გუნდს ნდობას გამოუცხადებს,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც უმრავლესობა, ხვალ, სესიაზე, მინისტრთა ახალ კაბინეტს მხარს დაუჭერს.

“ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით ნათლად და მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ ადამიანის უფლებები მკვეთრად არის გაზრდილი. ასევე წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს საგარეო პოლიტიკის კუთხით და ეკონომიკური განვითარებით.

7 მილიონი ტურისტი გვესტუმრა 2017 წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ უცხოელები ჩვენს ქვეყნას მშვიდ და სტაბილურ ქვეყნად მიიჩნევენ,”- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვრიკაშვილს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება.

ხვალ კი საპატლამენტო უმრავლესობა პრემიერ მინისტრიბის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები