“დღგ-ის დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის”

“მომავალი წლიდან უმნიშვნელოვანესი  რეფორმა იგეგმება დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობების დაბრუნების მიმართულებით”,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, რეფორმა გულისხმობს დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გამარტივებული და უსწრაფესი სისტემის დანერგვას.

“დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად,  შესაძლებელი იქნება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება განხორციელდეს 5-7 სამუშაო დღის განმავლობაში, მხოლოდ ელექტრონული განაცხადის წარდგენის საფუძველზე. რეფორმა ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფისა და რისკების შეფასების სისტემების სრულად განახლებას. აღნიშნული რეფორმის განხორციელების შედეგად, მომდევნო წლებში, კერძო სექტორში,  დამატებით 600 მილიონ ლარამდე ფულად რესურსი გაჩნდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესის განვითარებისთვის. დღგ-ის ზედმეტობების დროული, მარტივი და ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშოწყობისთვის”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები