სოსო შატბერაშვილი: დანარჩენი ლეიბორისტებიც მიხვდნენ ნათელაშვილის კორუმპირებულობას

ლეიბორისტული პარტიის ყოფილი გენმდივანი სოსო შატბერაშვილი ლეიბორისტულ პარტიაში ახალ განხეთქილებას ეხმაურება დ აცხადებს, რომ ახლა მაინც დაიჯერეს დარჩენილმა წევრებმა, რომ შალვა ნათელაშვილი პარტიის ფულს ითვისებდა და მევახშეობდა.

შატბერაშვილის თქმით, როდესაც 2012 წელს მათ ფაქტები წარადგინეს შალვა ნათელაშვილის მიერ პარტიული თანხმების მთვისების და მევახშეობის, ასევე მისი ცოლის ავსტრიულ საბანკო ანგარიშზე 350 ათასი ევროს არსებობის შესახებ, პარტიაში დარჩენილ წევრებს არ უნდოდათ ამ ფაქტების დაჯერება.

„როგორც ჩანს, ახლა მათაც ამხილეს ნათელაშვილი კორუფციულ საქმიანობაში. 2012 წელს ჩვენ უტყუარი ფატქები გამოვაქვეყნეთ ნათელაშვილის მიერ თანხმების მითვისების შესახებ. მისი ცოლის საბანკო ანგარიშის გარდა, მოვიპოვეთ დოკუმენტი, თუ როგორ ურიცხავდა უსრაელის მოქალაქე ვინმე მოტკინი შალვა ნათელაშვილს პირად ანგარიშზე მილიონებს, რისთვის უხდიდნენ და ვის ფულს უხდიდნენ ეს ცალკე თემაა. კარგია რომ პარტიაში დარჩენილებმა ახლა მაინც დაიწყეს დაჯერება. პაატა ჩოხელი არ არის რიგითი წევრი იდეოლოგიური მდივანია. მას მალე ლეილა გაფრინდაშვილიც მიჰყვება. ეხლა ნახეთ, ნათელაშვილი აქამდე ხომ ხოტბას ასხავდა ჩოხელს, ეხლა გახდება ნარკობარიგა, მკვლელი, ქურდი და ათასნაირი კრიმინალური დანაშაულის ჩამდენი. ასეთია შალვა ნათლაშვილის სტილი“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

ლეიბორისტული პარტია დღეს პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა პაატა ჩოხელმა დატოვა და შალვა ნათლაშვილი მიხეილ სააკაშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა და განცხადა, რომ ნათელაშვილმა „ლეიბორისტული პარტია“ ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალად აქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები