მამუკა ბახტაძე: საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა შესაძლებელი გახდა მიმდინარე ხარჯების შემცირებით

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა არაერთ საკმაოდ რთულ,  მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. კერძოდ:

“2016 წელთან შედარებით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 25,8%-იდან 24,4%-მდე შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ მცირდება მთავრობის ზომა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მოცულობა, რომელიც მშპ-ს 5.2%-იდან 4.4%-მდეშემცირდა.

2016 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ჯამში შეადგენს 140,0 მლნ ლარს, მათ შორის: შრომის ანაზღაურების შემცირება – 100,0 მლნ ლარი; ადმინისტრაციული შესყიდვების შემცირება- 40,0 მლნ ლარი.

მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯებისა და მთავრობის ზომის შემცირება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და 2016 წელს არსებული მშპ-ს 25.8%-იდან 2021 წლისთვის 21%-ზედაბალი  იქნება.  რეალურ გამოხატულებაში მთავრობის ზომა 20%-ით მცირდება, რის შედეგადაც, გაიზრდება მთავრობის დანაზოგები და 2016 წელს არსებული მშპ-ს 2.6%-იდან 2021წლისთვის 6.5%-ს მიაღწევს.

“აღსანიშნავია, რომ მთავრობის ზომის 21%-მდე ჩამოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა.  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხემბით ჩვენ ეს ამოცანა დავისახეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით  მიზნის მისაღწევად, რასაც ადასტურებს 2018 წლის ბიუჯეტი”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები