არჩილ თალაკვაძე: დავით ნარმანია ჩვენი გუნდის წევრია და მას ჩვენი მხარდაჭერა ექნება

დავით ნარმანია ჩვენი გუნდის წევრია და მას ჩვენი მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დავით ნარმანიას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება როგორც არასამთავრობო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის მიმართულებით. მისი პროფესიული გამოცდილების მხრივ კითხვები ნამდვილად არ გვექნება. ნარმანია არის ჩვენი თანაგუნდელი და მხარს დავუჭერთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები