დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ამოცანაა, ინვესტიციების პარალელურად რაც შეიძლება მეტი დანაზოგები გვქონდეს

„სტრუქტურული რეფორმების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ისინი გავყოთ, ასე ვთქვათ,  დანაზოგების წამახალისებელ სტრუქტურულ რეფორმებად და პროდუქტიულობის გაზრდის სტრუქტურულ რეფორმებად. ამ მიმართულებით კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთმნიშვნელოვნად არის რეფორმები, რომელიც დანაზოგების წახალისებას უწყობს ხელს. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. კანონპროექტი შემუშავებულია და ატვირთულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგერდზე. ძალიან მალე,  პრაქტიკულად, შემდეგ კვირაში, კომენტარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის სხდომაზე უკვე განვიხილავთ კერძო დაგროვებით საპენსიო რეფორმას და შემოვალთ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით, რომ საკომიტეტო მოსმენებზე დავიწყოთ განხილვა”, – ეს განცხადება დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისათვის.

„ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რა გვსურს მივიღოთ კაპიტალის ბაზრის რეფორმისგან,  გვსურს, რა თქმა უნდა, მივიღოთ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები – როდესაც მეწარმე შეძლებს მიიღოს დაფინანსება არამხოლოდ კომერციული ბანკისგან, არამედ ღია ბაზრიდან. ის შეძლებს მოიზიდოს როგორც მისთვის საჭირო კაპიტალი, ასევე ის სასესხო საშუალებები და საჭიროებები, რომელიც მას გააჩნია. პროდუქტიულობის ნაწილში ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები