გოგა ხაინდრავა: უსუფაშვილის საბედისწერო შეცდომა 9 აპრილის შემდეგ კომპარტიაში შესვლა იყო

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ, არჩევნებზე პარტიული სიის წარდგენა გონივრული და სწორი ნაბიჯი იყო.

“ძალიან საინტერესოა, რომ დავით უსუფაშვილი – საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე და რესპუბლიკური პარტიის და ახლა სხვა პარტიებში წარმოდგენილი, საუბრობს ამაზე.
მისი საბედისწერო შეცდომა იყო 1989 წლის 9 აპრილის მერე კომუნისტურ პარტიაში შესვლა. პრემიერმა არათუ საბედისწერო შეცდომა, არამედ გონივრული ნაბიჯი გადადგა. ეს იყო გონივრული აქტი, რომელიც უნდა განახორციელოს პარტიულმა ლიდერმა”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გუშინ არჩევანში დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა არჩევნებზე პარტიული სია წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები