პოროშენკო სააკაშვილის წერილს ასაჯაროებს

უკრაინის პრეზიდენტი პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო მიხეილ სააკაშვილი წერილს ასაჯაროებს, რომელიც ოდესის ყოფილმა გუბენრატორმა პეტრო პოროშენკოს მიწერა.

ცეგოლკოს თქმით, წერილის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მან ჟურნალისტების თხოვნის, ასევე მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გათვალისწინებით მიიღო.

“მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, მე არ მაქვს არანაირი აგრესიული განზრახვები. თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობთ და კარგად გესმით ჩემი. ჩემი დადანაშაულება ფსბ-სთან არა მხოლოდ სრული აბსურდია, უფრო მეტიც, ახარებს უკრაინის მტერს.

რაღა თქმა უნდა მე დავუშვი და ვუშვებ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას, მაგრამ ახლა როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ საჭიროა დეესკალაცია და არ უნდა დავუშვათ სიტუაციის დესტაბილიზაცია. მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე ნდობით აღჭურვილ წარმომადგენელეს და ყველაფერი განვიხილოთ. პატივისცემით მიხეილ სააკაშვილი” ,-ნათქვამია წერილში, რომელიც პოროშენკოს პრესმდივანმა გაასაჯაროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები