მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ამერიკისთვის ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტშია განხილული

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას, სადაც საქართველოზეცაა საუბარი, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც აშშ საქართველოს, ეროვნული უსაფრთხოების ფარგლებში განიხილავს.

მისივე თქმით, ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტშია განხილული, ეს საქართველოსა და აშშ-ის ღრმა თანამშრომლობის შედეგია.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც აშშ განგვიხილავს ეროვნული უსაფრთხოების ფარგლებში, საუბარია საქართველოზე და საქართველოსთან, რეგიონთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

ზოგადად, საქართველო განხილულია ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში. ეს არის შედეგი ჩვენი ძალიან ღრმა თანამშრომლობის აშშ-თან, ჩვენი ძალიან ფართომასშტაბიანი პარტნიორობის, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში და ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენს ძირითად პარტნიორთან, როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან ერთად, გავუმკლავდეთ იმ საფრთხეებს, რომელიც რეგიონშია.

ასევე, იმ საფრთხეებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და შევძლოთ ჩვენი სამშვიდობო კონფლიქტის დარეგულირების წარმართვა”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარმოადგინა. 68-გვერდიან დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი. როგორც აშშ-ის ახალ სტრატეგიაშია ნათქვამი, რუსეთმა საქართველოში შეჭრით მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მოსკოვი რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები