სკოლის დირექტორი 15 წლის მოზარდს, რომელიც დანით დაჭრეს, დადებითად ახასიათებს

კერძო სკოლა „ოქროს აკვანის“ დირექტორი მაია მიქაძე აცხადებს, რომ მისი მოსწავლე უკონფლიქტო ბავშვია.
მისი თქმით, მოზარდი კერძო სკოლაში სექტემბრში გადავიდა, მანამდე იგი ვარკეთილში, 117-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. „მოზარდს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა. არის აბსოლუტურად უკონფლიქტო, მშვიდი და კარგი ბავშვი და ისიც არ ვიცი, როგორ არის,“ – განაცხადა მაია მიქაძემ.
დაჭრილი მოსწავლე ამჟამად, ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
ექიმის თქმით, მოზარდს 4-5 ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდისა და წელის არეში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები