დავით ზალკალიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელისაბედ რუდთან.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, საუბარი შეეხო 2017 წლის 15 დეკემბერს ვაშინგტონში ჩატარებულ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი კავშირებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგებს და ამ მიმართულებით სამომავლო ერთობლივ ქმედებებს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს და მის ძირითად მიმართულებებს, გამოითქვა კმაყოფილება, რომ დოკუმენტში საქართველო ფიგურირებს როგორც პირდაპირ, ისე რეგიონულ კონტექსტში, რაც წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთ თვალსაჩინო გამოხატულებას და აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო და რეგიონში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ის ადმინისტრაციის დღის წესრიგში.
საუბარი ასევე შეეხო, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხს და გამოითქვა იმედი, რომ 2018 წელი კვლავინდებურად წარმატებული იქნება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები