სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ჯიპიაი ჰოლდინგის” შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლები უნივერსიტეტის აკადემიურ, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდნენ.
ღონისძიება სსუ-ს რექტორმა,პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა
პრეზენტაცია გამართეს:
“ჯიპიაი ჰოლდინგის” დირექტორმა ბ-ნმა ბესიკ ფესტვენიძემ, თბილისის გაყიდვების უფროსმა ირინა ნაცვლიშვილმა, კომპანიის გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელმა ქ-ნმა ლილე ტოღონაძემ და გაყიდვების სპეციალისტმა ქ-ნმა ნანა ფარულავამ.
ღონისძიების ფარგლებში ბ-ნმა ბესიკ ფესტვენიძემ დამსწრე საზოგადოებას კომპანიის ისტორია, არსი , დაზღვევის სხვადასხვა მიმართულებები,მათი მნიშვნელობა და გეგმები გააცნო. დირექტორმა იმედი გამოთქვა,რომ “ჯიპიაი ჰოლდინგი” საუკეთესო დახმარებასა და დაზღვევას გაუწევს როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს, ასევე სტუდენტებს.
სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა პორტალ mygpi.ge -ს შესახებ ისაუბრეს. აუდიტორიას კლინიკა „კურაციო“ წარუდგინეს და მათ მიერ შემოთავაზებული დაზღვევის სამივე (25 ლარიანი, 40 ლარიანი, 50 ლარიანი) პაკეტი დეტალურად განმარტეს.
ერთობ საყურადრებო იყო ქ-ნ ლილე დობორჯგინიძის გამოსვლა.მან ხაზი გაუსვა იმ გეგმებს, რასაც სსუ ახორციელებს. მისი თქმით „ აფხაზეთი ყოველი ჩვეგანის ტკივილია, ომის დიდი ტკივილი მეც შემეხო, მეც აფხაზეთიდან ვარ. ამიტომ ჩემი განზრახვა, რომ თქვენთან საუკეთესო შემოთავაზებებით მოვსულიყავი სწორედ აფხაზეთთან მჭიდრო კავშირიდან გამომდინარეობს. აფხაზეთი მოუშუშებელი ჭრილობაა ჩემთვის, ამიტომ მიხარია თქვენთან თანამშრომლობა“_ აღნიშნა კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების ხელმძღვანელმა.
პრეზენტაცია დიალოგის რეჟიმში წარიმართა. იყო კითხვები აუდიტორიისათვის საინტერესო თემებზე კონკრეტულ დაზღვევებთან დაკავშირებით.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ გამონაკლისი დაუშვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პენსიონერთათვის და დაზღვევის საუკეთესო პაკეტი სტუდენტებთან ერთად მათაც შესთავაზა.
დასასრულს კონპანიის წარმომადგენლებმა აუდიტორიას მადლობა გადაუხადეს და ურთიერთთანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვეს.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები