რუსთაველის გამზირზე დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება
თბილისში, მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან” დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა.
„პაციენტის შემოყვანისას გამოხატული იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის არეში და წელის მიდამოში. იმყოფება საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. ოთხი ჭრილობა აქვს სავარაუდოდ, დანით მიყენებული. ჰემორაგიული შოკი აქვს, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება. წინასწარ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით“, – აღნიშნა კონსტანტინე მუმლაძემ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოზარდი ცოტა ხნის წინ დაჭრეს.
თვითმხილველთა განცხადებით, მომხდარს წინ, სავარაუდოდ, მოზარდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.