სოფელ ონტოფოში მხატვრულ-ანიმაციურ ფილმს „სად იწყება სიკეთეს“ გადაიღებენ

სამეგრელოს სოფელ ონტოფოში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მხატვრულ-ანიმაციურ ფილმს „სად იწყება სიკეთეს“ გადაიღებენ.
ფილმი სტუდია „პლანეტა კრეატივის“, ტელეკომპანია „ ქართული არხის“ და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტია. ფილმის სცენარი ნიკოლოზ წულუკიძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება მთლიანად, თავად უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის.
ფილმი, რომლის მაყურებლებიც ბავშვები არიან, საახალწლოა. სანდრო პაპას როლს, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ზრუნავს მთელი სოფლის ბავშვების განათლებასა და აღზრდაზე, ზურაბ ყიფშიძე შეასრულებს.
ფილმის სიუჟეტი კი ასე ვითარდება: წინასაახალწლო საღამოს სანდრო პაპასთან მშობლებს ბავშვები მიჰყავთ, პაპა პატარებს, ბუხრის წინ, წმინდა ნიკოლოზსა და ბასილი დიდზე უამბობს. ეს ამბები არის ანიმაცია, რომელიც ჩართულია ფილმში განვითარებულ სახალისო და საინტერესო ამბებს შორის. ზურა ყიფშიძის გარდა, ფილმში მაია გელოვანი, როლანდ ოქროპირიძე და მომღერალი ირაკლი ფირცხალავა თამაშობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები