რუსთაველის გამზირზე მოზარდი დაჭრეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოზარდი დაჭრეს. მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. როგორც „კვირას“ სასწრაფო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაჭრილი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები