აშშ-მა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო

გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება უარყო, აშშ-მა ვეტო 18 დეკემბერს დაადო. 14-მა ქვეყანამ კი ეგვიპტის მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით „ნებისმიერი გადაწყვეტილება და ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს იერუსალიმის წმიდა ქალაქის ბუნების, სტატუსის ან დემოგრაფიული კომპოზიციის შეცვლას, გაუქმდება უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების თანახმად“.
გაეროს მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ იერუსალიმთან დიპლომატიური მისიები არ განახორციელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები