კახაბერ გვანცელაძე ბაღების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა. შეხვედრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, რომელსაც 200-მდე მშობელი ესწრებოდა.

კახაბერ გვანცელაძემ შეხვედრის მონაწილეებს სამოქმედო გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ბაღებში ბავშვთა უსაფრთხოება, ბაგა-ბაღების მშენებლობა, საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირება, პოზიტიური გარემოს შექმნა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, ინსტიტუციური განვითარება და გამჭვირვალობაა.

პრეზენტაციის შემდეგ, კახაბერ გვანცელაძემ მშობლების შეკითხვებს უპასუხა.  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მისი მუშაობა პრობლემების მოგვარებასა და სისტემის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები