გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ბათუმში მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულს შეხვდნენ

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, დემოკრატიის როლი ეროვნული უსაფრთხოების გამყარებაში, ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელობა – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც დღეს ბათუმში საქართველოს შეირაღებული ძალების მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი აბაშიშვილმა სამხედროებს პრეზიდენტის მადლობა გადასცა იმ მისიისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ასრულებენ სახელმწიფოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში. დავით რაქვიაშვილმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გამოჩენილი თავდადებისა და ქვეყნისთვის მაღალი რეპუტაციის ჩამოყალიბებისათვის.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნის აღმშენებლობაში ჯარის და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს, იმ სულიერ სიმტკიცეს, რომელიც სჭირდება დღეს სახელმწიფოს და სამხედრო განათლების ხარისხის ამაღლებასა და განვითარების მნიშვნელობას.
“გამოვყავით ის როლი, რომელსაც დღეს ქართველი სამხედროები ასრულებენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და საერთაშორისო მისიებში,” – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები