ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ოპოზიციის შენიშვნების მიხედვით შემუშავდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდის პოლიტიკური კულტურის ხარისხზე მეტყველებს.
მისივე თქმით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ოპოზიციის შენიშვნების მიხედვით შემუშავდა, თუმცა დარბაზი მათ მხარეს ცარიელია.
„ჩვენ დღეს მეორე მოსმენით მივიღებთ კონსტიტუციურ კანონპროექტს, ეს არის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა სწორედ ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად. იყო დამატებითი მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან, რაც გაიზიარა ვენეციის კომისიამ და გაგვიზიარა რეკომენდაცია, რომ გარკვეული ცვლილებები აგვესახა კონსტიტუციაში. სწორედ ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად, შეგვაქვს ცვლილებები კონსტიტუციაში და ვხედავთ, რომ დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი, ოპოზიცია არ ესწრება სხდომას და მხარს არ დაუჭერს მის მიერვე ინიცირებულ ცვლილებებს, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მაღალია ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის ხარისხი, ეს არის სამწუხარო რეალობა. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესების და ცვლილებების გათვალისწინებით ჩვენი პოლიტიკური სისტემა დაიხვეწება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები