ბექა დავითულიანი: სიცოცხლით სავსე ქალაქი არა პარტიული სლოგანი, არამედ მოსახლეობის სურვილია

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნამდვილად სიცოცხლით სავსე იყოს ჩვენი ქალაქი და სიცოცხლით სავსე იყოს მთლიანად ჩვენი ქვეყანა“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს  ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მთავრობამ  ინტენსიურად და სიღრმისეულად იმუშავა სიცოცხლით სავსე ქალაქის  განვითარების პროგრამასა და ხედვებზე, რომლებსაც თბილისის მოსახლეობამ დიდი ნდობა გამოუცხადა. დავითულიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ხედვები, მთლიანად დაემთხვა მოსახლეობაში არსებულ განწყობებსა და მოქალაქეების წარმოდგენას დედაქალაქის მომავალზე.

„დიახ, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, თბილისელების სურვილია, რომ ეს ქალაქი იყოს – სიკეთით, შესაძლებლობებით, თანაგრძნობით და სიცოცხლით სავსე და ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეს იმ ნეგატიური ნარატივიდან, რომელში ჩათრევასაც  ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა მუდმივად ცდილობს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ აწერია დედაქალაქის  ცენტრალურ მოედანს „სიცოცხლით სავსე ქალაქი“. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, ეს  არა პარტიული სლოგანი, არამედ  თბილისის მოსახლეობის სურვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები