ბექა დავითულიანი: 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი თბილისს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ბექა დავითულიანმა კოლეგებს თბილისის 2018 წლის  ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის განხილვაც თბილისის საკრებულოში ამ წუთებში მიმდინარეობს, თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძველს ქმნის.

როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო სიცოცხლით სავსე იყოს. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის სიცოცხლით სავსე ქალაქად გადაქცევა ოპოზიციონერი დეპუტატების სურვილიც არის. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ეს განწყობა იქმნება იმისთვის, რომ მომავალ თაობებს საკუთარი ქალაქის სიყვარული, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის სურვილი და მომავლის რწმენა ჰქონდეთ.

„ჩვენ აუცილებლად დავამკვიდრებთ ამ ოპტიმისტურ განწყობას. ჩვენ ამის  საფუძველი გაგვაჩნია და ყოველდღიურად გავამყარებთ მას კონკრეტული საქმეებით, პროექტებით, რომლის შედეგებიც ყველასთვის, მათ შორის თქვენთვისაც საგრძნობი და სასურველი იქნება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისივე თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები