კახა კალაძე ოპოზიციას: არც ერთ ტყუილს არ გაპატიებთ, ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა!

„ის წლები, როდესაც თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა“ – ასე მიმართა თბილისის მერმა საკრებულოს ოპოზიციას, სადაც დეპუტატებმა კახა კალაძეს უფასო სასადილოებში დაფინანსების, „სითი პარკსა“ და სხვადასხვა თემებზე კითხვები დაუსვეს.
შეკითხვების დასრულების შემდეგ, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატებს უპასუხა.
„როდესაც ამბობდნენ, რომ ამ დარბაზში ბნელა, ახლა მივხვდი რატომ ბნელა. ლევან ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, შეენაცვლეთ ვინმე ამ ბანერის დაჭერაში.
ერთი რამ მინდა გითხრათ, სოციალური მიმართულებით სიცრუეზე საუბრობთ. უფასო სასადილოების მიმართულებით ნახევარი მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ოთხჯერადი კვებაა. არც ერთ ტყუილს არ გაპატიებთ. ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა. სიცრუით და დემაგოგიით არაფერს გაგიტარებთ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები