ირაკლი ხმალაძე: თბილისის სხვადასხვა რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 35 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისის სხვადასხვა რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის 35 მლნ ლარი, ქალაქის განვითარების ხელშეწყობისთვის კი – 66 მლნ ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო.
როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტით ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებისა და მშრალი ხიდის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
„ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გამწვანების ღონისძიებები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 6 მლნ ლარით მეტია. დასუფთავების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებულია 11 მლნ ლარი; ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ეზოების კეთილმოწყობისთვის 20 მლნ ლარი გამოიყოფა, რომელიც 13 ახალი ბაღის მშენებლობის დასრულებას, ხოლო 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყებას მოიცავს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, სპორტული დაწესებულებების ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიმართულებით, გათვალისწინებულია 5 მლნ 888 ათასი ლარი, რომელიც ორი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობასა და სამის პროექტირებას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები