კახა კალაძე დღეს საკრებულოს სხდომაზე მივა

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, 16:00 საათზე საკრებულოს სხდომაზე მივა.
არსებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებს და კენჭს უყრის.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია კალაძის სხდომაზე მისვლას ითხოვდა.
თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 861,609 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 60 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ტრანსფერია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები