მიხეილ ჩხენკელი: დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უნივერსიტეტელია

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა “ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების” დაფუძნების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უნივერსიტეტელია.
„დღეს გახლავთ ჩვენი დედა უნივერსიტეტის დაბადების დღე. ასევე დღეს აღდგა ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება, სადაც ყველას აქვს საშუალება თავისი წვლილი შეიტანოს უნივერსიტეტის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უნივერსიტეტელია. მინდა მივულოცო უნივერსიტეტელებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და მთელ საქართველოს დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი დღე“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები